სერგი კაპანაძე - ირაკლი კობახიძის არცერთ სიტყვას ფასი არ აქვს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების შესაძლო მოსმენებს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, კობახიძე გადასულია ტყუილების რეჟიმზე, რადგან ესმის, რომ ამ არჩევნებს წააგებს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების შესაძლო არალეგალური მოსმენა არ იქნება გასაკვირი ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანს თავის მტრად მიიჩნევს.

ირაკლი კობახიძის არცერთ სიტყვას ფასი არ აქვს, ის ახლა არის გადასული ჩვეულებრივ წინასაარჩევნო ტყუილების რეჟიმზე, რასაც ყოველთვის აკეთებს ხოლმე არჩევნების წინ. ესმის ახლა, რომ ამ არჩევნებს წააგებს და ბიძინა ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში.

აქედან გამომდინარე, ის საუბრობს ძირითადად არასწორ, მცდარ რაღაცებს და უბრალოდ იტყუება.

რაც შეეხება იმას უსმენენ თუ არა ჟურნალისტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს - ნამდვილად შემიძლია წარმოვიდგინო და ვივარაუდო, რომ სწორედ ასე ხდება და იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აღიქვამს ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანს, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ოპოზიციონერი, თავის მტრად, ივანიშვილის მტრად, რადგან მას არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად, ვისზეც ხელი მიუწვდებათ, მათ არალეგალურად უსმენენ, ამას, რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ, მაგრამ ნამდვილად არ გამიკვირდება ეს ასე რომ იყოს“, - განაცხადა კაპანაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს