ისნის რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე დაწყებული პროექტის დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძეს, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს, ირაკლი აბუსერიძესა და ლევან დავითაშვილს გააცნო და მათთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 9-ჯგუფიანი იქნება და 250 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღში დასაქმდება 60-მდე ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად.

„თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობას განვაგრძობთ, რომლის მიზანიც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვაზისუბნის დასახლების ამ ნაწილში განაშენიანება აქტიურად მიმდინარეობს და ბაღებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 250-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

პროექტის ღირებულება 2 062 787 ლარია და მას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო