კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ჩამოშლილი, იქ მყოფი ადამიანები ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციის ჩვენთან მოტანას

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ჩამოშლილი, იქ მყოფი ადამიანები, როგორც შტაბში, ასევე პარტიაში, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციის ჩვენთან მოტანას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის საუბარს ეხებოდა.

კალაძემ უარყო, რომ ჟურნალისტებს უსმენენ და აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადება პრევენციული ხასიათის იყო.

„ვინ თქვა, რომ ჟურნალისტებს უსმენენო? საიდან მოიტანეთ? კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ყველა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე და ვერავინ გაბედავს ვინმეს რამეში ხელი შეუშალოს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ვინც კი კანონს გადაცდება, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი, შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურის მხრიდან. არავის არ სჭირდება ვინმეს მოსმენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთმანეთს ასწრებენ ჩვენთან ინფორმაციების მოტანას“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს.

„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს", - განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება