ალეკო ელისაშვილი - "ქართული ოცნების" გაზულუქებული ჩინოვნიკები ხედავენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის, ხალხის ხარჯზე მუქთად ცხოვრების ორი დღე დარჩათ

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხვდება, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი მალე დასრულდება.

ამის შესახებ ელისაშვილმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება.

ელისაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" გაზულუქებული ჩინოვნიკები ხედავენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის, ხალხის ხარჯზე მუქთად ცხოვრების ორი დღე დარჩათ.

"როგორც ჩანს, ყოველ ღამით ცივი ოფლი ასხამს ირაკლი კობახიძეს, ცუდ სიზმრებს ხედავს, დგება და მერე ამ სიზმრებს მოსალოდნელ აპოკალიფსად გვისაღებს. არაფერი რევოლუცია არ მოხდება, მშვიდად, 31 ოქტომბერს, საღამოს ჩვენ შევიტყობთ,რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ, დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება, რომელიც იქნება მრავალპარტიული, დემოკრატიული საქართველო. ის საქართველო, სადაც "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იქნება",-განაცხადა ელისაშვილმა.

მას არ მიაჩნია, რომ ოპოზიციაში ვინმე შესაძლოა, რევოლიციური სცენარისთვის ემზადებოდეს.

"ხალხი ემზადება არჩევნებზე წასვლისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის. ნუ გვიხატავენ არმაგედონს და მეორედ მოსვლას. არანაირი აპოკალიფსი არ მოხდება, "ქართულ ოცნებას" მშვიდად გავუშვებთ ოპოზიციაში", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა