სომხეთის თავდაცვის უწყება - მზად ვართ, აზერბაიჯანულ მხარეს მათი სამხედროების ცხედრები გადავცეთ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის ფაქტს და მზადყოფნას გამოთქვამს, აზერბაიჯანულ მხარეს მათი დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს.

„რუსეთის განსაკუთრებული შუამავლობის ძალისხმევის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის, საველე ჯგუფის მონაწილეობის წყალობით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული 29 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი სომხურ მხარეს გადაეცა,“- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე.“

მისი თქმით, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანულ მხარეს მათი დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა