თორნიკე რიჟვაძე - „ნაცმოძრაობის“ ანგაჟირებული ოთხი-ხუთი „ჟულიკი“ გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს

სოფელი დიდაჭარაში ჩემს გადაადგილებას არც „მიჰას“ და არც „მთავარ არხს“ არ ვეკითხები. ამიტომ „ფეიკ ნიუსებს“ დაანებონ თავი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც ხულოში, სოფელ დიდაჭარაში გუშინ მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სოფელ დიდაჭარაში ნებისმიერ დროს შეუძლია მისვლა და მას ხელს ვერავინ შეუშლის.

„ნაცმოძრაობის“ ანგაჟირებული ოთხი-ხუთი „ჟულიკი“ გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს. როგორც სოფელი დიდაჭარა, ასევე მაღალმთიანი აჭარა - ხულო მოვიარეთ და გოდერძის უღელტეხილზე დავასრულეთ.

როცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ აქვს პასუხსიმგებლობა არც პოლიტიკური და არც მორალური, მათ შორის როცა იციან, რომ ეს არის წაგებული ბრძოლა, ამ გამოხტომებით შეეცდებიან საარჩევნო პროცესის გარემო დააზიანონ.

განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ, რომ „ნაცკლასტერი“ კაკანებს ჩვენ ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, მათი პროვოკაციების არ გვეშინია, პირიქით ძალიან შემართებით ვართ და ორ დღეში დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ.

„ნაცმოძრაობას“ პარტიული ნომერი რაც აქვთ, დაახლოებით ხუთი ანგაჟირებული ადამიანი, კონკრეტული კრიმინალური წარსულით, ცდილობდა იქ ხელი შეეშალათ. ისინი ვერასდროს შემიშლიან ხელს მე და ვერც ჩემს თანაგუნდელებს, რათა გავაკეთოთ ის საქმე. დიდაჭარაში რიგით ადამიანებს შევხვდი და თქვენ ნახავთ ორ დღეში, როგორ იქნება საარჩევნო შედეგი.

დიდაჭარაში ჩემს გადაადგილებას არც „მიჰას“ და არც „მთავარ არხს“ არ ვეკითხები. ამიტომ „ფეიკ ნიუსებს“ დაანებონ თავი.

მე არ დამიტივებია სოფელი, როცა მომინდება დღესაც, ხვალაც დიდ აჭარაში მივალ",- განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ სოფელ დიდაჭარაში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოსახლეობამ "ქართული ოცნების" წევრები სოფელში არ შეუშვეს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" ინცინდეტის მოწყობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა