გიგი უგულავა - ირაკლი კობახიძემ სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა

კობახიძემ მოხსნა სიბრიყვის „ჯეკპოტი“ და ამ განცხადებით ამხილა რეჟიმი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის საუბარს ეხებოდა.

უგულავას თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება უსმენს ჟურნალისტებს.

„ის, რომ მთავრობა უსმენს ყველა ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ სულ ვფიქრობდი ვინ მოხსნიდა „ჯეკპოტს“. გამართლდა მოლიდინი - სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა კობახიძემ.

ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა პრაქტიკულად აღიარა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და მერე ურცხვად ეს გამოაქვთ და რაღაცა თეორიებს თხზავენ გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ.

ამაზე კომენტარიც უკვე შეუძლებელია გააკეთო, სიბრიყვის და შიშის ისეთი ნაზავია, რომ უკვე ყველაფერზე მიდიან, ასეთ რამეზეც კი, რომელიც წესით, იურისტ კობახიძეს, ბევრი რეგალიები რომ აქვს, უნდა იცოდეს, ასეთი განცხადება წინ დახვდება. მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ეტყობა, რომ ასეც არის.

ნუ ეშინია!- შემიძლია ეს ვუთხრა, ყოველი ჩვენება მიცემული საკუთარი თავის წინააღმდეგ შეიძლება ანულირებილი იყოს მერე სამართლიან სასამართლოში, რადგან ადამიანი არ არის ვალდებული საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, მაგრამ რეჟიმის მხილებისთვის მშვენიერი რამ გამოვიდა, უნდა ვაღიაროთ“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს.

„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს", - განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება