ვატიკანი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას გმობს

დღევანდელმა თავდასხმამ უფლის სახლში, სიყვარულისა და ნუგეშის ადგილზე, სიკვდილი დათესა, ტერორიზმი და ძალადობა ვერასდროს გახდება მისაღები, - ამის შესახებ ვატიკანის პრესსპიკერის მატეო ბრუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, პაპი ფრანცისკე დაღუპულებისთვის ლოცულობს.

„პაპს იმედი აქვს, რომ ფრანგი ხალხი ბოროტს სიკეთით უპასუხებს,“- აცხადებს მატეო ბრუნი.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა. დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გარდაცვლილ ქალს თავი აქვს მოკვეთილი. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ნიცას მერმა კრისტიან ესტროსიმ მომხდარი ტერორიზმად შეაფასა. მისი თქმით, თავდამსხმელი დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც გამუდმებით იმეორებდა ფრაზას "ალაჰ აკბარ.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო