„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ

„დავემშვიდობოთ ბიძინას“ - ამ მოწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც სცენაა მოწყობილი. მხარდამჭერებს მოგვიანებით სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ.

„დღეს არის ბოლო შემაჯამებელი აქცია და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ ვართ ბევრნი და მისი ხელისუფლება 31ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს