ირანში კორონავირუსის 8 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 399 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 596 941- მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 399 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 34 113-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დღემდე 472 598 ადამიანი განიკურნა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 055 კოვიდინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაშია და მათ რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა