რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციის ხედვა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ აპირებს, რბილად რომ ვთქვათ, რადიკალური პოზიციაა

პოლიტიკოსების ტიპიური თვისება გულწრფელობა არაა. გულწრფელობასა და ლამაზ თვალებს პოლიტიკა არ ენდობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ხედვა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ აპირებს, რბილად რომ ვთქვათ, რადიკალური პოზიციაა, რადგან თუ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გვინდა, ასეთი პირობების დაყენება იშვიათია.

„გულწრფელები პოლიტიკაში არასოდეს არ არიან. ყველა ქვეყანაში პოლიტიკოსის დანაპირები და შესრულება ერთმანეთისგან აცდენილია, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად. პოლიტიკოსების ტიპიური თვისება გულწრფელობა არაა. ვინც არაა გულწრფელი, შრომისუნარიანი, იმას მერე ხალხი შეცვლის. გულწრფელობასა და ლამაზ თვალებს პოლიტიკა არ ენდობა. სააკაშვილს ხშირად აქვს ტექსტი - არჩევნებით ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობა შეუძლებელია და სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს სხვა ნაბიჯები, რევოლუციაა მეტი არაფერი. ერთხანს ყველა ოპოზიციური ძალა ერთმანეთს ეჯიბრებოდა რადიკალიზმში“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ ელექტორატზე მუშაობს და რევანშის აღება არ სურს.

„მეეჭვება, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშის აღება სურდეს, რადგან ისინი გარკვეულ ჯგუფზე, გარკვეულ ელექტორატზე მუშაობენ. იმ მუდმივ ელექტორატზე, რომელებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე, მათ ხმას აძლევს. ახლა უნდათ მეტი თავისნაირი სულისკვეთების ამომრჩეველი მიიზიდონ. თავისნაირი სულისკვეთების ამომრჩეველი მას მერე გაეფანტათ, რაც რამდენიმე „ნაციონალური მოძრაობის“ შევილობილი პარტია წარმოიშვა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს