ანგელა მერკელი - ზამთარი რთული იქნება, მაგრამ დასრულდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების არსებული ტემპი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის და ნაწილობრივი კარანტინის დროულად დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ასეთი დინამიკა რეანიმაციული განყოფილებების რამდენიმე კვირაში გადავსებას გამოიწვევდა. საავადმყოფოების საწოლების გადავსების შემდეგ მოქმედების დაწყება ძალიან დაგვიანებული იქნებოდა“, - განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

კანცლერის თქმით, მას ესმის პანდემიისა და ახალი შეზღუდვების დაწესებით გამოწვეული ”იმედგაცრუება”, მაგრამ წინ რთული ზამთარია და ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

„ზამთარი რთული იქნება. წინ ოთხი გრძელი რთული თვეა, მაგრამ დასრულდება. თავისუფლება არ არის შეგეძლოს იმის კეთება, რაც გინდა, თავისუფლება პასუხისმგებლობის აღებაა,-, განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში 2 ნოემბრიდან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის კანცლერმა და რეგიონების ლიდერებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს