მიხეილ სააკაშვილი - წავიდეთ არჩევნებზე, წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება

მინდა ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები, გუშინ და დღეს ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, - ამის შესახებ საქართვლოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ აქციაზე მიმართვისას განაცხადა.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ გაერთიანდნენ და არჩევნების გზით ჩამოიშორონ ის უბედურება, რასაც, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჰქვია.

„რაც არ უნდა დაახშონ, რა ბარიერებიც არ უნდა დაგვახვედრონ, რა პროვოკაციებიც არ უნდა მოაწყონ, საქართველომ გამოიღვიძა, საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას. საქართველო დღეს თავისუფლების მოედანზე აცხადებს, რომ მზად არის 31 ოქტომბერს გათავისუფლებისთვის, წინსვლისთვის, მზად არის იმისთვის, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მაგარი ქვეყანა მსოფლიოში.

ჩემო განსაკუთრებულებო, თქვენ არ იბრძვით არცერთი პოლიტიკოსისთვის, თქვენ არ იბრძვით სააკაშვილისთვის, თქვენ არ იბრძვით არავისთვის, არამედ იბრძვით იმისთვის, რომ გქონდეთ ნორმალური პენსია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ წავიდეს საქართველოდან, იბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს განსაკუთრებული პერსპექტივა, რომ თავისუფლება ვერასდროს დაახშონ. რომ ვერც ერთმა ცალკე აღებულმა ფულის ტომარამ ვერ გაწყვიტოს, რომ თქვენზე უფრო ჭკვიანია იმიტომ, რომ მეტი ფული აქვს. ვერ გადაწყვიტოს, რომ თქვენ მას ეკუთვნით იმიტომ, რომ თქვენზე უფრო ცბიერია“,-განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენმა მოქალაქეებს გაერთიანებისა და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე გიჟს მეძახდნენ, ჩვენ ვართ „გიჟები“, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 31 ოქტომბერს ჩვენ ისევ დავიწყებთ თქვენს გაერთიანებას. ივანიშვილი გვყოფდა, მაგრამ გავერთიანდით. მინდა ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები. გუშინ და დღეს ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას სახელმწიფო მოხელეებს, თქვენ სხედხართ იმ შენობებში, რომელიც ჩემი აშენებულია, თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ და სამწუხაროდ, არ გაგეზარდათ. ხომ იცით, რომ ძალიან მიყვარს ის შრომა, რასაც თქვენ ეწევით. თქვენ ხომ იცით, რომ თქვენს მხარეზე ვართ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით პენსიაზე უნდა გავიდეს.

„წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა