კახა კალაძე - არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" ნაწილის რუსულ ენაზე შესრულებას.

"დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ" შემაჯამებელი აქცია გამართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა "თბილისო" შეასრულა, ნაწილობრივ რუსულ ენაზე.

მოგვიანებით, ბუბა კიკაბიძემ აღნიშნულზე განმარტება გააკეთა.

"ჩემ ცხოვრებაში ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, ამდენი ხალხი როა. ზარებმა დარეკეს, ბუბამ რატომ იმღერა ორი კუპლეტი "თბილისო" რუსულადო. ვუთხარი, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ",- აღნიშნა კიკაბიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა