იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 26 831 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 26 831 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დასაწყისიდან ამ დრომდე ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ამ მონაცემმა წინა დღის მაჩვენებელს გადაუსწრო, რომელიც ასევე რეკორდული იყო და 24 991-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, იტალიაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 217 ადამიანი. ამრიგად, იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 616 595-ს ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 38 122-ს მიაღწია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა