გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე - აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის

იმედი მაქვს, რომ არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე, რომელიც მერე შემოგვიტრიალდება და შეურაცხყოფას მოგვაყენებს, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალაუფლება რყვნის ადამიანს და ქართულმა საზოგადოებამ მიიღო გაკვეთილი, რომ არავის არ უნდა ჩააბაროს ქვეყნის დროშები და გასაღები და ერთპიროვნული მართვის უფლება მისცეს.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანის ხელში ჭარბი ძალაუფლების მოხვედრა საშიშია.

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, მგონი, ვისწავლეთ ეს გაკვეთილი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკოსი იქნება, რა კარგი ადამიანი იქნება ის არჩევნებამდე, თუ შენ ამ ადამიანს მისცემ ჭარბ ძალაუფლებას, ყველა ადამიანი არის სახიფათო და საშიში იმიტომ, რომ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება - ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.

გაიხსენეთ ის პერსონაჟები პოლიტიკური წარსულიდან, გავიხსენოთ ის პერსონაჟები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თითის ქნევით ესაუბრებოდნენ საზოგადოებას, ესენი არ იყვნენ ასეთი საშიშები და გამბედავები მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.

გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ძალიან უხეში და უზრდელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელსაც ეს პერსონაჟები ავლენენ, მუდმივად ბილწსიტყვაობის ზღვარზეა მათი პოლიტიკური განცხადებები, ცოტა კრიმინალური ლექსიკა და ცოტა ბილწისტყვაობა, ისინიც ხომ ასეთები არ არიან, ისინიც ხომ მორჩილი და ბუნჩულა ტიპები არიან რეალობაში, მაგრამ როცა აბსოლუტურ ძალაუფლებას მიანიჭებ, ისინი ხდებიან ასეთები.

ეს გაკვეთილი აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ არ აპირებს ვინმეს გადასცეს საქართველოს დროშები და გასაღებები და უთხრას, რომ თქვენ გვმართეთო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს