მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ქალაქ შუშადან 5 კილომეტრში იმყოფება

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ქალაქ შუშადან ხუთ კილომეტრშია განლაგებული.

არუთუნიანმა მოსახლეობას ქალაქის დაცვისკენ მოუწოდა.

”ახლა ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს სამშობლოს და ჩვენს არსებობას. ისინი ნებისმიერ ფასად, ცდილობენ დაიპყრონ ციხე-ქალაქი. მტერი შუშასაგან 5 კმ-ზე მეტად არ არის დაშორებული ”, - განაცხადა მან.

შუშა მთიან ყარაბაღში ერთ-ერთი დიდი ქალაქია, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა