ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა თეთრი დროშა ააფრიალა და ვირუსს ჩაბარდა

დონალდ ტრამპმა თეთრი დროშა ააფრიალა, ჩვენი ოჯახები მიატოვა და ჩაბარდა ამ ვირუსს, მაგრამ ამერიკელი ხალხი არასდროს დანებდება, ჩვენ არასდროს დავთმობთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან შეკრებილ მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადეების ტარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პირბადეების ტარება ყველასთვის სავალდებულოა.

„ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის პატრიოტული მოვალეობა,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ფლორიდაში ამომრჩეველთან შეხვედრა დონალდ ტრამპმაც გამართა. ფლორიდა აშშ-ის ერთ-ერთი ის შტატია, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იქ არჩევნების მოგება საარჩევნო კოლეგიის 29 ხმის მოპოვებას ნიშნავს. BBC-ი წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ფლორიდაში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს რეიტინგში მხოლოდ 1.4 პროცენტით ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა თეთრი დროშა ააფრიალა და ვირუსს ჩაბარდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს