გორანბოის, ტარტარის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დღეს დილიდან არტილერიის გამოყენებით იბომბება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი დილით, 07:35 საათზე გახსნა.
„ჩვენი არმია ადეკვატურ ზომებს ახორციელებს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
იხილეთ ვიდეო: სომხეთი დილიდან ჩვენს დასახლებულ პუნქტებს ბომბავს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება