მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის სულ 45 347 700 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 186 393 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 33 მილიონამდე პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 11.1 მილიონს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28 ოქტომბრის შემდეგ 1 მილიონით გაიზარდა. დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც ვირუსის 9 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 8 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, მესამეზე კი ბრაზილია 5.4 მილიონი დაინფიცირებულით.

იხილეთ ვიდეო:მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს