“საერთაშორისო გამჭვირვალობა” - 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე „ოცნებას“ 17 086 626 ლარი შესწირეს, „ლელოს“ – 5 075 844 ლარი, „ნაცმოძრაობა - ძალა ერთობაშია - 3 735 583 ლარი

არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან, 29 მათგანმა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე 35 376 394 ლარის შემოწირულობა მიიღო. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს.

“ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო. თუ წინა საარჩევნო წლების ტენდენციებს შევადარებთ, საპარლამენტო არჩევნების წელს (2016) „ქართული ოცნების” წილი მთლიან შემოწირულებებში 66% იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს (2017) კი ეს მაჩვენებელი უკვე 88% გახდა. მმართველი და სხვა პარტიების მიღებულ შემოწირულებებს შორის სხვაობის შემცირება ძირითადად იმან განაპირობა, რომ აქამდე არსებულ ფინანსურად ძლიერი პარტიების ტრადიციულ სიას დაემატა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის” და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი”,- აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ ანგარიში სრულად

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს