წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5%-ს შეადგენს.

„წინასწარი შეფასებით, სექტემბერში წინა თვეებთან შედარებით მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 0.7%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 9 თვის საშუალო რეალური ზრდა -5%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში, ასევე ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში. რაც შეეხება კლებას, შემცირება დაფიქსირდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

„რამდენიმეთვიანი შემცირების შემდეგ, სექტემბერში პირველად ზრდის ტენდენცია შეინიშნება საქონლის ექსპორტის მიმართულებით. კერძოდ, ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 8.6%-ით, რაც შეეხება იმპორტს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მისი მოცულობა 9%-ითაა შემცირებული, თუმცა წინა თვეებთან შედარებით ამ მიმართულებითაც გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს. სექტემბერში ქვეყანაში 3 919 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2.4%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე,“-აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს