პრემიერი - არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმისა და მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ

შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტული პარტიისადმი, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე ხედავს, რომ უნდა გაგრძელდეს ის აღმშენებლობა და რეფორმები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" აქვს დაწყებული.

"ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია ჩვენს პროგრამაში. ეს გეგმა პირველ რიგში, ეხება სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკნომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებს და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებს და ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი მიღწევა არის ადამიანისთვის ღირსების დაბრუნება. ადამიანი ყოველთვის იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყოველთვის დავუდგებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გვერდით, ისე როგორც ეს ჩვენს ეკონომიკას შეუძლია. სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებზე. არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმისა და მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, მშვიდობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობა", - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა