გიგი უგულავა გორთან, ავარიის შედეგად დაღუპულებზე - ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს, მათი დროშა ძირს არ დაეცემა, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე

„ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გუშინ, გორთან მომხდარ ავარიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„უდიდესი ტრაგედიაა. ენით აღუწერელი. გუშინ აქციიდან, თბილისიდან ზუგდიდისკენ მომავალ მიკროავტობუსს, ტრაილერი შეეჯახა. გარდაიცვალა ექვსი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. მათი დროშა ძირს არ დაეცემა. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“ ,-აცხადებს უგულავა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი საავადმყოფოშია. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო