სალომე სამადაშვილი - აშშ-ს სენატის განცხადება არის შეხსენება, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს არანაირი შეკითხვა, რაც მის ლეგიტიმურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის განცხადება არის შეხსენება, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს არანაირი შეკითხვა, რაც მის ლეგიტიმურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

სამადაშვილის თქმით, მიუხედავად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო საქართველოში მათი უშუალო ჩამოსვლა შეზღუდულია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან აქტიურად აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. განსაკუთრებით მინდა გამოვეხმაურო გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან ემყარება სწორედ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას. ამ არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვით მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, არამედ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების თვალსაზრისითაც. ეს იყო შეხსენება, რომ ხვალ საარჩევნო დღემ უნდა ჩაიაროს იმგვარად, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არ იყოს არანაირი შეკითხვა, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენის არჩევნების ლეგიტიმურობა, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო