ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნება" დემოკრატიულ-საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

აღნიშნულ შეთანხმებას მათ დღეს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოაწერეს ხელი.

როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება დავიწყოთ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაწერ ამ დოკუმენტს ხელს. თანამშრომლობა დღეს ოპოზიციურ, ხვალ კი, კოალიციურ პარტნიორებს შორის იქნება ის გასაღები, რომლითაც სიკეთეს მოვიტანთ ქვეყანაში",-განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო