„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, ვეფხია გურგენიშვილის განცხადებით, მარნეულში წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულია

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის ვეფხია გურგენიშვილის განცხადებით, მარნეულში წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში გურგენიშვილი განმარტავს, ხელისუფლების მხრიდან მაპროვოცირებელ ქმედებებს აქვს ადგილი.

„რა თქმა უნდა, გამარჯვების მოლოდინი გვაქვს. გუშინდელმა ჩვენმა გამაფრთხილებელმა აქციამ ბევრი რამ დაგვანახა და ამომრჩეველსაც დაანახა, რომ ხალხის მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის მხარეს არის და ხალხი ითხოვს ცვლილებებს.

რაც შეეხება რაიონში წინასაარჩევნო გარემოს, დაძაბულია, ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს, მათ შორის, არ ერიდებიან ფიზიკურ ძალადობასაც, რისი მაგალითიც იყო ის ინციდენტი, როცა ჩვენს აქტივისტებს სასტიკად გაუსწორდნენ. ხელისუფლების მხრიდან პატარ-პატარა მაპროვოცირებელ ქმედებებს აქვს ადგილი. გამორიცხული არაა, ყოველ წუთას დაპირისპირებებს ველოდოთ, ვინაიდან არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათია",- განაცხადა გურგენიშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულში პარტიას"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატად აზერ სულეიმანოვი ჰყავს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა