სენატორები ჯიმ რიში და  ჯინ შაჰინი - აშშ და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები ყურადღებით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში არ ჩაერიოს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა პარტიამ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ამერიკელი სენატორები ხაზს უსვამენ, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

„წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის შესახებ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კარგად ჩატარებული არჩევნები სამომავლოდ ამ მონაპოვრის კონსოლიდაციას მოახდენს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის დემონსტრირება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„მას შემდეგ, რაც ერთად ვიმოგზაურეთ საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ვიხილეთ ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიის გაღრმავება. მაშინ, როდესაც ქართველები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სენატორები აღნიშნავენ, რომ წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის შესახებ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციის გასაღრმავებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამ ხელი შეუშალა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის საქართველოში ჩასვლას, აშშ და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები პროცესებს ყურადღებით დააკვირდებიან. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ეს რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

მათივე თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდა შეინიშნება.

„მას შემდეგ, რაც ერთად ვესტუმრეთ საქართველოს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ვიხილეთ ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიის გაღრმავება. მაშინ, როდესაც ქართველები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სენატორები.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა