პრემიერი - ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხვალინდელი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოს მომდევნო წლების დემოკრატიულ განვითარებას განსაზღვრავს.

„მინდა ხაზგასმით მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ხვალ, ყველა ერთად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე. უბნებზე, სადაც იქნება უმაღლესი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი დაცული, რაზეც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, საარჩევნო კომისიამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და ყველამ ერთად იზრუნა.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი. არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - პანდემია გადაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ხვალ ჩატარდება, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას. ამიტომ, მოვუწოდებ თითოეულ ჩენს მოქალაქეს, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა