თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის პაიკები ღიად იყენებენ ფარულ ჩანაწერებს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით

ივანიშვილის პაიკები ღიად იყენებენ ფარულ ჩანაწერებს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება აუცილებელია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი უწყებები იყოს.

„ადამიანის უფლებები და პირადი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში არ არის დაცული. ის ფარულ ჩანაწერებს ნებისმიერ მომენტში გამოიყენებს არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რაც განაპირობებს შემდეგში იმ მონურ მორჩილებას, რასაც მის რიგებში ვხედავთ. ამიტომ, ხვალინდელი არჩევნებისა და გამარჯვების შემდეგ, უნდა მოვახდინოთ სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც აღკვეთენ დანაშაულს და დაიცავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების წინ ისეთი გარემო შექმნა, რომელშიც გარდაუვალია „ქართული ოცნების“ მარცხი.

როგორც ბუკუჩავამ აღნიშნა, არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს