გიორგი გახარია - საქართველოს საკმარისი და საკმარისზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის საკმაოდ მძიმე გამოწვევის პირობებში, დღეს საქართველოს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საკმარისი და საკმარისზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ქვეყანა სრულად იქნება დაფარული დამკვირვებლებით.

"ჩვენ დღეს ქვეყანაში საკმარისი დამკვირვებლები გვყავს და მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში, ამიტომ სრულად ქვეყანა იქნება დაფარული. მე მინდა გავიხსენო, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, პირადად ვესაუბრებოდი ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ასევე კომისიის წევრებს, რომ დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა ჩამოსულიყო საქართველოში და იმის შედეგია, რომ პანდემიის საკმაოდ მძიმე გამოწვევის პირობებშიც, დღეს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საქართელოს საკმარისი და საკმარისზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა