გიორგი გახარია - როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში მიღებულია გადაწყვეტილება და იქ უბრალოდ არჩევნები ვერ ტარდება, ეს უაღრესად სამწუხარო ფაქტია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, უაღრესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ „ლოქდაუნის“ გამო, ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩვენო უბნები არ გაიხსნება. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა „სხვა სახელმწიფოების სუვერენულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, არ მოქმედებს“.

„მოგეხსენებათ, ეს ეპიდემია არის გლობალური, ჩვენ არ შეგვიძლია თუნდაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში გადაწყვეტილება მიღებულია და იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებულები ვართ, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთში, „ქართული ოცნება“ მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ეს არის სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა სუვერენულ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო