ცესკო-ს 3 ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდა, ცესკო-ში განუმარტეს, რომ შეხვედრა შეთანხმებული არ იყო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ცესკო-ს სამი ყოფილი თავმჯდომარე: გურამ ჩალაგაშვილი, ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხვედრაზე უარი უთხრეს. როგორც კომისიასთან მოსვლის შემდეგ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, თამარ ჟვანიასთან სამ შესაძლო გაყალბების მექანიზმებზე აპირებდნენ საუბარს და მისგან აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვდნენ.

,,ჩვენი აქ მოსვლის მიზანია წინ აღვუდგეთ შესაძლო გაყალბებას. პირველ რიგში, საუბარია იმ მექანიზმებზე, რომელიც წინა წლებშიც გამოიყენებოდა და აიძულებდნენ სახელმწიფო მოხელეებს და სხვა მომხრეებს, რომ გადაეღოთ ბიულეტენი მობილური ტელეფონით და ეჩვენებინათ. წინა წლების გამოცდილებით, ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ ასეთი ბიულეტენები ბათილდებოდა და ეს აღნიშნული იყო ეუთოს თუ სხვა ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშში. მეორე, რომ საკუთარ მომხრეებს აიძულებენ რაიმე ნიშანი დასვან, რის შედეგადაც ხდება იდენტიფიცრება ამ მომხრის, ამ შემთხვევაშიც ეს ბიულეტენი უნდა გაუქმდეს, რადგან დარღვეულია ფარულობის პრინციპი. მესამე, გარკვეულ ოლქებში ეუბნებიან, რომ უნდა აჩვენონ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელს თუ ვინ არის შემოხაზული და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება კონვერტი. ამ სამ საკითხზე გვინდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია. ყველა ამ საკითხზე საარჩევნო კოდექსში შავით-თეთრზე წერია, რომ დარღვევაა და ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა. სამწუხაროდ, აქამდე ეს პოზიცია დაფიქსირებული არ არის და წინა არჩევნების ცუდი გამოცდილებაც გვაქვს, როდესაც ასეთ საკითხებზე საუბნო კომისიის უმრავლესობა იღებდა გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა შეთანხმებული არ ყოფილა.

,,შეხვედრა არ ყოფილა შეთანხმებული. შესაბამისად, ვინმე სადმე თუ რამეს თავისი ნებით და ინიციატივით აანონსებს, ცხადია, ასე შეხვედრები არ იმართება, მითუმეტეს, საარჩევნო პერიოდში. ამასთან, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები უკვე არიან პოლიტიკური მხარეები, კონკრეტულად ორი მათგანი მაჟორიტარობის კანდიდატია და კენჭისყრის წინა დღეს ასეთი შეხვედრა გამორჩეულად რომელიმე კანდიდატთან მიუღებელია”, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო