პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ „თბილისოს“ რუსულად შესრულებაზე - სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს უხერხული ვერსიების მოძებნა, ამიტომაცაა ეს ქვეცნობიერი

სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრია იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა. სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს უხერხული ვერსიების მოძებნა, ამიტომაცაა ეს ქვეცნობიერი, - ასე გამოეხმაურა უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელ აქციაზე სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის მიერ ქართულ-რუსულ ენაზე ნამღერ „თბილისოს".

მისივე თქმით, ბუბა კიკაბიძე ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია და მას ადამიანურად დასწყდა ამ ფაქტზე გული.

„ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, შემდგომ რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ...

გუშინდელმა ამ აქციამ, მათ შორის იქ გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს და ეს პოსტსაბჭოთა, საბჭოური, პოლიტიკური ელიტა,რომელიც 30 წელია ქვეყანამ ვერ მოიშორა, უნდა დამთავრდეს. ამიტომ იყო სწორედ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რომ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. პროდასავლური, კარგი დასავლური განათლებით და არა ის, რაც გუშინ ვნახეთ, რუსული ნარატივებით", - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ აქციაზე გამოჩნდა, თუ ვინ იყო პრორუსული.

„ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას შინაარსობრივი თემები არ აქვს, ყოველ ჯერზე, არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე, საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა, თუმცა, პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩემთვის ჩვეულებრივ, ქვეცნობიერის გამოვლენა“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა