ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოვიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ ღამით ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოვიდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, 110 000-ს კიდევ ელოდებიან 1-ელ ნოემბერს, ხოლო 23 000 -ს ნოემბრის შუა რიცხვებში.

მისივე ინფორმაციით, 40 000 დოზა შემოაქვს კერძო სექტორსაც.

„გუშინ ღამე იმუშავეს საკმაოდ აქტიურად ჩვენებმა და თითქმის ყველგან არის ვაქცინა გატანილი, თბილისში, დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთის რაიონებშიც უკვე გასულია. წინა შემოტანის 25 000 დოზიდან 13 000 იყო ათვისებული რისკჯგუფებზე: ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ინფიცირებულები, C ჰეპატიტზე ვინც მკურნალობს და ა.შ.

დღეიდან შეიძლება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გაფართოვდეს მთლიანად ანუ ვინც რისკ-ჯგუფებში არიან, განსაკუთრებით ფართო რისკ-ჯგუფები დაიწყება დღეიდან, ეს არის სამედიცინო პერსონალი, რადგან ისინი წინა ხაზზე არიან, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ასთმა, ემფიზემა. ასევე რა თქმა უნდა, აიცრება ქართული ჯარის ნაწილები, პატრული. ისინი პოლიკლინიკებებში მიბრძანდებიან, არის ასევე პატარა-პატარა რისკ-ჯგუფები: ვეტ-ლაბორატორიების თანამშრომლები და ა.შ. შეგიძლიათ ეს დაწვრილებით ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს, ამიტომ მოსახლეობა დროულად უნდა აიცრას.

„გრიპის ვირუსი ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებში ან ბოლოს გამოჩნდება, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, რისკ-ჯგუფებს, რომ დროულად მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრა გარკვეული პრევენციული ღონისძიება იქნება, რადგან ზედდება შეიძლება იყოს გრიპისა და კოვიდის ერთდროულად და ეს მოსალოდნელია უფრო ნოემბერ-დეკემბერში და ზამთრის სეზონზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: სიახლე, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება - ვინ შეძლებს აცრის გაკეთებას? - ამირან გამყრელიძე განცხადებას აკეთებს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა