ამირან გამყრელიძე - თუ ჩვენ ავედით პირბადის გამოყენების 95%-ზე, ვნახავთ, რომ მართლა სერიოზულად განახევრდება და დაიკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება, შესაძლოა, სტაბილიზაციის პირველი ნიშანი იყო. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ მოსახლეობაში პირბადის ტარების კულტურა გაიზარდა.

„დადებით ტენდენციას ნუ დავარქმევთ, შესაძლოა, იყოს პირველი ნიშანი სტაბილიზაციის, მაგრამ ზრდა შესაძლებელია იყოს. ამინდი კარგია, ეს მოქმედებს, რომ თბილა. ასევე, გაიზარდა ქვეყანაში კულტურა პირბადის ტარების. ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტმა საქართველოსთვის გათვლა გააკეთა, რომ 55%-ზეა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი ჩვენი სამიზნეა 95%. თუ ჩვენ ავედით 95%-ზე, ვნახავთ რომ მართლა სერიოზულად განახევრდება და სერიოზულად დაიკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ხელის დაბანასთან, დისტანციასთან და თავშეყრის ადგილებზე თავის არიდებასთან ერთად - ეს რამდენიმე ფაქტორია, ალბათ, რომლითაც გამოჩნდა სტაბილიზაციის ელემენტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა