არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელეონა ჰოჯა გეიბრეას და დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრისას, მოკლედ შეაჯამა საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, ისაუბრა საარჩევნო გარემოზე და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის არსებითათ პროპორციული სისტემით, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად და 31 ოქტომბერს, მოქალაქეები ხმას უსაფრთხოდ მისცემენ საკუთარი ქვეყნის მომავალს.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლის და არჩევნებზე დაკვირვებისთვის, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო