ირაკლი კობახიძე - როცა საუბრობენ ტელეფონზე, ყურთან მიიდონ, ნუ დაიზარებენ - ინფორმაციის გამტანი ეძებონ იმ სამ კაცში, რომელიც მათ ძალიან ახლობლად მიაჩნიათ

როცა საუბრობენ ტელეფონზე, ყურთან მიიდონ, ნუ დაიზარებენ - ინფორმაციის გამტანი ეძებონ იმ სამ კაცში, რომელიც მათ ძალიან ახლობლად მიაჩნიათ, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ჟურნალისტის შეკითხვას,რით დაამტკიცებს, რომ ჟურნალისტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ესაუბრებოდა, არ უსმენდნენ, რადგან საუბრის ორივე მონაწილე ამბობს, რომ ეს იყო სატელეფონო კომუნიკაცია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ "ეს კომუნიკაცია სიტყვა-სიტყვით აღიარეს".

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე თუ შეცდებოდნენ არ მეგონა, თუმცა, მათ წამოსცდათ, რომ აღიარეს საუბარი თავისი დეტალური შინაარსით, რომელიც გაიმართა მათ შორის. მინდა მათ ორი რჩევა მივცე, როცა საუბრობენ ტელეფონზე, ყურთან მიიდონ, ნუ დაიზარებენ, ეს ერთი და მეორე - ინფორმაციის გამტანი ეძებონ იმ სამ კაცში, რომელიც მათ ძალიან ახლობლად მიაჩნიათ,“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს. კობახიძემ ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერის, ბესო ქათამაძეს შორის საუბარის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, ჟურნალისტმა ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა