ირაკლი კობახიძე - “ოცნების“ დამსახურებაა, რომ ოპოზიციურმა ძალამ ზეწოლის, მუქარის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ვერც ერთი დადასტურებული ფაქტი ვერ წარმოადგინა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ოპოზიციურმა ძალამ ზეწოლის, მუქარისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ვერც ერთი დადასტურებული ფაქტი ვერ წარმოადგინა. ამის შესახებ კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი, შესაძლო ძალადობაზე კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს, რომელიც გამყარებული დეტალური ინფორმაციით უნდა იყოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერი განცხადებები. ფაქტებზე თუ არის საუბარი: ზეწოლა, მუქარა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ა.შ. ჩვენ კონკრეტულ ფაქტებს ვითხოვთ, რომელიც გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული, დეტალური ინფორმაციით. ჩვენ ასეთ ინფორმაციას, არასოდეს არ გვაძლევენ. როდესაც 2012 წელს ადამიანების დაშინებას, მუქარას, შანტაჟს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ მაშინ ათასობით ფაქტი ჰქონდა, რომელიც დადასტურებული იყო - სახელებით და გვარებით, ვიდეოჩანაწერებით. დღეს ის ფაქტი, რომ ისინი ასეთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ, ეს დამსახურებაა „ქართული ოცნების“ თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა