დიმიტრი პესკოვი - კონფლიქტის ზონებში სამშვიდობოების განლაგება მხოლოდ ორივე დაპირისპირებული მხარის თანხმობით ხდება

კონფლიქტის ზონებში სამშვიდობოების განლაგება მხოლოდ ორივე დაპირისპირებული მხარის თანხმობით ხდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მზად, აზერბაიჯანის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობოები გააგზავნოს, პესკოვმა განაცხადა, რომ „ამ საკითხზე სპეკულირებისგან“ თავს იკავებს.

„ამ მომენტში ამ საკითხზე სპეკულირებისგან თავს შევიკავებდი. პრეზიდენტი პუტინი კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვას სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან აწარმოებს,“- განაცხადა პესკოვმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება შესაძლოა, კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს. "მე მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა