ირაკლი კობახიძე - არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა დაახლოებით 20 მილიონი ლარის მობილიზება

არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა დაახლოებით 20 მილიონი ლარის მობილიზება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის არიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებიც, ხოლო ამ დამთხვევით სპეკულირება კარგად არ მეტყველებს ამის ავტორებზე.

„წინასწარ გვქონდა გათვლილი ჩვენი საარჩევნო ბიუჯეტი. ჩვენ ვიწყებთ ერთი წლით ადრე საარჩევნო სამზადისს. მე ვიყავი შტაბის უფროსი და მე თვითონ შევადგინე საბიუჯეტო გეგმა, რაც მოიცავდა დაახლოებით 20 მილიონი ლარის ხარჯებს, რაც არავისთვის არ არის გასაკვირი ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა დაახლოებით 20 მილიონი ლარის მობილიზება. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის თავისუფლება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, ასეთ დროს რომ მმართვლი პარტია 20 მილიონის მობილიზებას ახერხებს, ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. რაც შეეხება მუდმივ სპეკულაციებს, რომ შემომწირველებს შორის არიან მათ შორის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, როცა საუბარია მსხვილ კომპანიებზე, რომელსაც აქვთ 60-70- 120 ათასი ლარის შეწირვის საშუალება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც სხვადასხვა ტენდერებს იგებს. მაინც და მაინც დიდი წრე ხომ არ არის ასეთი კომპანიების? აქედან გამომდინარე ასეთი დამთხვევებით მუდმივი სპეკულირება კარგად არ მეტყველებს ამ სპეკულაციის ავტორებზე,“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, 1-ელ ოქტომბრამდე, 47 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა