ირანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 604 952- მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 365 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 34 478-ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დღემდე 477 003 ადამიანი განიკურნა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 128 კოვიდინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაშია და მათ რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.