მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 260 მოსამართლემ მიიღო.

ქეთევან ცინცაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს გამოწვევები და მათ შორის სასამართლო სისტემასაც.

„მე გახლავათ მოსამართლე, მოსამართლე უნდა იყოს და ვარ დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი და შესაბამისად, როგორც მოსამართლე წევრი სწორედ ამ პრინციპებით გავაგრძელებ საქმიანობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღემდე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესების განვითარების და დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით, რასაც მოწმობს მაგალითად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცედურები, მოსამართლეთა არჩევის პროცედურების დახვეწა, ანგარიშვალდებული მექანიზმის შემოტანა, ვგულისხმობ დისციპლინურ სამართალწარმოებას, საბჭოს სხდომების უფრო მეტად გამჭვირვალეობა, დასაბუთებულობა, ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდა, თუმცა როგორც ყველა ორგანიზმს, ვფიქრობ, რომ აქვს გამოწვევა მათ შორის სასამართლო სისტემასაც და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს გახლავთ გადატვირთულობა, საქმეთა სიმრავლე, რაც ბუნებრივია დაკავშირებულია მოსამართლეთა მცირე რაოდენობასთან. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია აპარატის მოხელეთა გადამზადება, მათი რაოდენობის გაზრდა, რაც თავის მხრივ მოსამართლეებს შეუმსუბუქებს შრომას და უფრო მეტად გაზრდის მართლმსაჯულების ხარისხს. ვფიქრობ, ასევე გამოწვევას წარმოადგებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა”, - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

ამასთან, კიდევ ერთმა ახალმა წევრმა თეა ლეონიძემ განაცხადა, რომ საბჭოს მნიშვნელოვანი პროცესები აქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ საბჭოს დამოუკიდებლობაში ეჭვი არავინ შეიტანოს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევეცდები არ დავიშურო ძალისხმევა და გავამართლო ის იმედები, რაც თითოეულმა მოსამართლემ მე დღეს გამომიცხადა. ჩემი შრომა მიმართული იქნება საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევეცდები ის საჭიროებები და გამოწვევები გავიტანო, რაც რაიონული სასამართლოების წინაშე დგას. საბჭომ ძალიან დიდი და ძალიან რთული პერიოდები გაიარა და ყველაზე დიდი მიღწევა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება მიმაჩნია, რაც საბჭომ უზრუნველყო გამჭვირვალედ განხორციელებულიყო. გამჭვირვალე იყო თითოეული მოსამართლის გასაუბრებები და აქედან გამომდინარე დამოუკიდებლობის კუთხით ძალიან დიდ ნაბიჯად მიმაჩნია. ყველა მოსამართლე არის დამოუკიდებელი, კრიტიკა ყოველთვის იყო და არის, თუმცა ალბათ საბჭოს მნიშვნელოვანი პროცესები აქვს ჩასატარებელი იმ კუთხით, რომ ობიექტური დამკვირვებლის თვალში დავამტკიცოთ, რომ ვართ დამოუკიდებლები და ამ მხრივაც ალბათ იქნება ჩემი მომავალი 4 წლის მუშაობა”, - განაცხადა თეა ლეონიძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ ღონისძიებაზე მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს კენჭს უყრიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო