ანა დოლიძე - ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა პირველი ნოემბრიდან

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთში საარჩევნო კამპანია დაასრულა.

დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად დიდუბე-ჩუღურეთის მასშტაბით მოტომსვლელობა გამართა.

,,დღეს არის ჩვენი შემაჯამებელი მსვლელობა, იცით, რომ ჩემი კამპანია სწორედ მსვლელობით დავიწყე და ახლაც მსვლელობით დავასრულებთ. ეს იქნება მოტომსვლელობა სადაც, ჩვენ გავამხნევებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ყველა მოემზადოს საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად და განეწყოს იმისთვის, რომ პირველი ნოემბრიდან ერთად უნდა დავიწყოთ ამ სანაპიროს გამოცოცხლება“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, ჩუღურეთელმა და დიდუბელებმა კარგად იციან, რომ ის პარლამენტში თითოეული მათგანის ხმა იქნება.

,,ის 10 ნაბიჯი, რომელიც მე წარმოვადგინე კონკრეტულად ამ ნაპირისთვის, მარცხენა სანაპიროს აქცევს თბილისის კულტურულ და ეკონომიკურ ეპიცენტრად. ჩვენ ვიყავით ყველგან, დაწყებული დიღმის მასივიდან დასრულებული ივერთუბანით, რომელიც საერთოდ მივიწყებულია ხელისუფლებისგან. დღეს ჩვენ საბოლოოდ ჩამოვართმევთ ხელს ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ გავამხნევოთ ისინი, უკლებლივ ყველანი მოვიდნენ არჩევნებზე და ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა პირველი ნოემბრიდან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო