აზერბაიჯანსა და სალონიკში საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს, სალონიკში 2 უბანი გაუქმდა და იქ არჩევნები ვერ ჩატარდება. ათენში კი, საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას სამ უბანზე ჩვეულებრივ შეძლებენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ვერც იქ ჩატარდება.

„არჩევნები საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში 52 უბანზე ჩატარდება, მათ შორის ავღანეთში ორ უბანზე“, - აღნიშნეს ცესკოში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში არჩევნები ვერ ჩატარდება. ამის მიზეზად პრემიერმა ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემთხვევაში მათი კონსტიტუციური უფლება დაცული ყოფილიყო, თუმცა ისინი სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ან სურვილი, არ მოქმედებს.

„არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში გადაწყვეტილება მიღებულია და იქ არჩევნები ვერ ტარდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანსა და სალონიკში საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო