პაატა ბურჭულაძე - პრემიერ-მინისტრს თურმე გული წყდება, რომ ბუბამ ერთ საღამოში დაკარგა ხალხის სიყვარული და რეპუტაცია - იმას, რაც დღეს მოხდა, უკვე ფსკერიც აღარ ჰქვია!

ბუბა ყოველთვის იქნება ბუბა, საქართველოს სიამაყე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი,- ასე ეხმაურება ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელ აქციაზე სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის მიერ ქართულ-რუსულ ენაზე ნამღერ „თბილისოს".

პაატა ბურჭულაძის თქმით, „ქართული ოცენების“ სურვილია „ქვეყანაში ყველა ავტორიტეტი მოკლან“

„ჩემო ბუბა, მიყვარხარ და ვამაყობ, რომ შენთან მთელი ცხოვრების მეგობრობა მაკავშირებს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურმე გული წყდება, რომ ბუბამ ერთ საღამოში დაკარგა ხალხის სიყვარული და რეპუტაცია. ეს არის მათი „ქართული ოცნება“, მოკლან ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში, მათსავით უსახური და მონა გახდეს ჩვენი საზოგადოება! ამაზე ოცნებობენ, მაგრამ ვერ ეღირსებიან!

რა მდაბიო და ბოროტი უნდა იყო, როგორი ყველაფრის მკადრებელი, რომ ბუბაზე გადავლის სურვილიც ასე ვერ დაფარო, მის მიმართაც ასეთი სიძულვილი გამოავლინო. ან რა ბრიფინგის თემა ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის ვინმემ ამიხსენით!

ყველა არარაობის საყურადღებოდ! ბუბა ყოველთვის იქნება ბუბა, საქართველოს სიამაყე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი და ხალხსაც ყოველთვის უსაზღვროდ ეყვარება.

ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე 31-ში და ხმა მივცეთ ამ მავნებელი არარაობების წინააღმდეგ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს