დავით უსუფაშვილი - აღარ ვიცი ეს ნამდვილი კობახიძეა თუ ოპოზიციის შექმნილი, რადგან მისი განცხადებები იმდენად აცდენილია რეალობას, რომ მართლაც ეჭვი მიჩნდება, „ფეიკი“ ხომ არ იყო?

ეს არის მახინჯი ცხოვრების წესის გაგრძელება, რომელიც „ოცნებამ“ ცუდად შეისწავლა „ნაცმოძრაობისგან", თუმცა, „ნაცმოძრაობის“ დონეს მაინც ვერ მიაღწიეს, „ნაცმოძრაობა“ სპექტაკლებს გვიდგამდა ხურჩაში შეიარაღებული თავდასხმის სახით და ა.შ. , - ასე ეხმიანება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ამ ტიპის განცხადებები აცდენილია რეალობას და ხელისუფლება ამით ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციას ცდილობს.

„მე აღარ ვიცი ეს ნამდვილი კობახიძეა თუ ოპოზიციის შექმნილი, რადგან მისი განცხადებები იმდენად აცდენილია რეალობას, პოლიტიკური ცხოვრების კულტურას, სახელისუფლებო პასუხისმგებლობას, რომ მართლაც ეჭვი მიჩნდება, „ფეიკი“ ხომ არ იყო? შე ოჯახაშენებულო, იმიტომ ხარ ხელისუფლება, რომ ასეთი რამეები თუ მზადდება მე კი არ მითხრა და მაცნობო, წახვიდე და აღკვეთო.

ეს არის მახინჯი ცხოვრების წესის გაგრძელება, რომელიც „ოცნებამ“ ცუდად შეისწავლა „ნაცმოძრაობისგან“, ეს არის იმ 9 წელზე დაშენებული 8 წლიანი უბედურება, როცა წინასაარჩევნოდ მოსახლეობის შესაშინებლად თუ მობილიზებისთვის ათასგვარ რამეს იგონებდნენ ხოლმე. „ნაცმოძრაობის“ დონეს მაინც ვერ მიაღწიეს, „ნაცმოძრაობა“ სპექტაკლებს გვიდგამდა ხოლმე ხურჩაში შეიარაღებული თავდასხმის და ა.შ.

მათ ამ ტიპის განცხადებებით სურთ დათესონ ის შიში, რომ თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, მაშინ ყოფილი ხელისუფლება მოდის და რაღა გვეშველებაო.

ეს არის ხრიკები და იმის გაგრძელება, როგორიც არის მაგალითად გარეჯის თემა, რომელშიც თუ რამე მტკიცებულება მოიპოვეს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში ცივილიზებულად უნდა გამოეყენებინათ, მათ კი ეს ყველაფერი ჩართეს შიდასაარჩევნო კამპანიაში მოსახლეობაში მუხტის გამოსაწვევად.

არჩევნები უნდა იყოს ის დრო და ვითარება როცა იდეების და პროგრამების კონკურენციაა და არა კუნთების თამაში. ოპოზიციას სანამ ხელისუფლება უწოდებს სამშობლოს მოღალატეს, სისხლიან ხალხს, ადამიანებს, რომლებიც ხორცმეტები არიან და აღარ უნდა არსებობდნენ ქვეყანაში, ამ ტიპის რიტორიკა და დამოკიდებულება იწვევს ტემპერატურის აწევას, გადარევას და გაგიჟებას ადამიანების და საპასუხო რეაქციებს. „ლელო“ იქნება ის ხელისუფლება, რომლისთვისაც ოპოზიცია მტერი კი არ იქნება, რომლისთვისაც ოპოზიცია იქნება საჭირო აუცილებელი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი გადაწყვეტილებების მეტად დასაბუთებას და სისწორეს უზრუნველყოფს. „ლელო“ როცა ამბობს, რომ ივანიშვილი შესაცვლელია, მაგრამ სააკაშვილის დაბრუნების გარეშე - ამით ჩვენ ვამბობთ, რომ 9+8 წლიანი სისტემაა შესაცვლელი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. მისი თქმით, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე, რადგან, კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის