„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნებს 600-ამდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-ამდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

„ 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი მოხვდება. პროპორციულ ნაწილში 1%-იანი ბარიერი უკეთეს შანსს აძლევს მოქალაქეებს, რომ მათი ხმა აისახოს მანდატებში.

მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, კოვიდწესების ზედმიწევნით დაცვით, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, ამით მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" არჩევნების დღეს საარჩევნო მედია ცენტრში 3 პრესკონფერენციას გამართავს: 12:30-ზე, 17:00-სა და 20:00 საათზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 1 ნოემბერს 10:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.

არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 2 92 14 03“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს