თურქეთში მიწისძვრას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ასზე მეტი კი დაშავდა. ასეთია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ოფიციალური მონაცემები.

უწყების ცნობით, ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთი დაიხრჩო, 120 ადამიანი კი დაშავებულია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ყველა იმ პროვინციაში, რომელიც ეგეოსის ზღვას ესაზღვრება, განსაკუთრებით იზმირსა და აიდინეში. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.

დაზარალებულ რეგიონში 53 ერთეული ტექნიკა, 190 მაშველი და სასწრაფო დახმარების 112 ბრიგადა გაიგზავნა.

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე კი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

დღეს, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 33 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან 13-ის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრამ, რომლის სიძლიერე 6.6 მაგნიტუდას შეადგენდა, თურქეთის ქალაქ იზმირსა და საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ნგრევა გამოიწვია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს