„ევროპული საქართველო“ - მარეგულირებელმა კომისიამ პარტიის საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი წინასაარჩევნო კლიპზე „იმედის“ წინააღმდეგ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა“ ეთერში არ განათავსა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ორი ფაქტორი დაასახელა, პირველი – რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ვიდეო-რგოლს არ ახლდა წერილი და მედიაგეგმა და მეორე – ვიდეოში ნაჩვენებია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რაც არღვევს "საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

"კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ პირველ შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედმა“ ვერ დაასაბუთა შესაბამისი მტკიცებულებებით ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც იგი ვიდეო-რგოლის განუთავსებლობის მიზეზად უთითებდა. ხოლო რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას წინასაარჩევნო რეკლამაში, კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში მიხეილ სააკაშვილის სურათის გამოყენება არ შეიძლება განიმარტოს, როგორც მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, ვინაიდან აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა წარმოადგენს ნებელობით აქტს, რომელიც გულისხმობს პირის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს